გაკვეთილის მთავარი თემა
|
შემოდგომა /შემაჯამებელი გაკვეთილი/
|
სწავლების საფეხური
|
მეორე კლასი
/დაწყებითი/
|
მოსწავლეთა პროფილი
|
23 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ქართულისა და ბუნების გაკვეთილების კავშირი /ნასწავლი მასალის შეჯერება/
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
გაიხსენონ ადრე ნასწავლი ნაწარმოებები,შემოდგომის ბუნების შესახებ
მიღებული ცოდნის /ბუნებაში ამინდის ცვლილებების აღნიშვნა,მოსავლის აღება,/ გამომჟღავნება,გამთლიანება, გამეორება. ,,ინტეგრირება, თხრობის და ზეპირმეტყველების განვითარება, თანმიმდევრობით ამბის გადმოცემა, მხატვრული კითხვის ცოდნის გამოვლენა ,სწავლა კეთებით, ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებული ადგილების დასახელლება, /შემოდგომის სურათების აღწერა ტყეში,სოფლად და ქალაქად..დააკავშიროს ერთმანეთთან მოცემული ფაქტები, მოვლენები, მოქმედებები და გამოაქვს სათანადო დასკვნები. გამოიყენოს მასწავლებლის მიერ მითითებული ნიმუშის მიხედვით სემანტიკური კავშირები/სინონიმი,ანტონიმი/
|
წინასწარი ცოდნა
|
მიღებული ცოდნის დაკავშირება ბუნების,ლიტერატურის და ხელოვნების ნიმუშების
დათვალიერებისას მიღებულ სიამოვნებასთან ,მოხდეს თემის გაერთიანება და ინტეგრირება .
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მიმდინარე-განმავითარებელი, პროექტების განხილვა, პრეზენტაციები,თათარის მოდუღება და ჩურჩხელების ამოვლება
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სურათები, ბავშვების მიერ შექმნილი თემატური ნახატები, ლექსები, სლაიდების ჩვენება, ხე, გამოჭრილი ფოთლები, აფიშა.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხები-გავიხსენოთ წელიწადის დროები და გამოვყოთ ის დრო,რომელიც ჩვენ დღეს უნდა გავაცილოთ და შევამკოთ , სათანადოდ შევაფასოდ. მაშ,ასე, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ შემოდგომაზე, როგორია იგი, რა ხდება ამ დროს ბუნებაში, რა ცვლილებები აღინიშნება ამინდისა და სხვა თქვენთვის ცნობილი საყოფაცხოვრებო პირობებში. იმისათვის, რომ ჩვენი გაკვეთილი თანმიმდევრულად წავმართოთ, დავათვალიეროთ სლაიდები, რომლებიც მე დღეს მოგიმზადეთ. სლაიდების ჩვენების პროცესში ვსვავ სურსთების ახსნისათვის კითხვებს: რა არის ამ სურათზე ასახული? როგორი ფერებია გამოყენებული? როგორია ტყე ამ სურათზე? რა საქმიანობას ეწევიან ადამიანები ? რას აკეთებს ბებია ამ სურათზე? გინახავთ ან მიგიღიათ მონაწილეობა რთველში, ჩურჩხელების ამოვლებაში? რა არის ამ სურათზე მოცემული? დიდი მადლობა ამ ეტაპზე საინტერესო კომენტარებისათვის. ახლა კი, მოდით ვისაუბროთ ყველაფერ იმაზე, რაც ეხლა
სლაიდებში ვიხილეთ, გამივიყენით ბუნების მოვლენების ცოდნა, ლიტერატურული ნაწარმოებები და შემდეგ დავათვალიეროთ
თქვენ მიერ მომზადებული პროექტები. ჩვენი გაკვეთილი კი დამთავრდება პრაქტიკული საქმიანობით, კერძოდ კი, მოვადუღებთ თათარას და ამოვავლებთ ჩურჩხელებს.
მაშ, ასე, როგორია შემოდგომა? /დაფაზე ხატია მზე,სხივებზე იწერება შემოდგომის დასახასიათებელი სიტყვები: ბარაქიანი,უხვი, მოსავლიანი,დოვლათიანი, ლამაზი, ცივი, რთველიანი,,მეწამული,ყვითელფითლებიანი, წვიმიანი, ქარიანი, მხიარული, მოფუსფუსე, ჭირნახულიანი, საქმიანი/. შემოდგომაზე საუბარი იწყება თვეების ჩამოთვლით /დღევანდელი და ძველქართული/. გრძელდება ,რატომ ყვითლდება ფოთოლი?როგორ იცვლება დღის და ღამის ხანგრძლივობა,სად მიპრინავენ ფრინველები,_რა
ხდება შემიდომაზე? ბუნებას
რა ემარტება? როგორ იცვლება? მზე ისე აგარ გვათბოს. მზე სიცოცლისათვის აუცილებელია
ამიტომაც უმგეროდნენ და ხოტბას ასხამდნენ ჩვენი წიანპრები მზეს, გავიხსენოთ
და ვიმგეროთ, უძველესი ხალხური სიმგერა
“მზე შინა და მზე გარეთა“ გამოყოფენ
სინონიმებს, ანტონიმებს, გაიხსენებენ ტყის დანიშნულების აუცილებლობაზე და შრომისმოყვარეობის შედეგზე,რომ შრომის გარეშე ადამიანი ვერ მიიღებს კარგ მოსავალს, რომ ეს მიღებული ხვავი, ბარაქა და მისავალი ქალაქის მოსახლეობისათვისაც აუცილებელია. თუმცა არის მიტოვებული სოფლებიც, რომლებიც ნასოფლარად ქცეულან, /“ნასოფლარი“/. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ , ქალაქელებმა, რომ რაღაცით მაინც დავეხმაროთ დედაბუნებას? რა თქმა უნდა არ მოვჭრათ ხეები, არ დავაბინძუროთ გარემო,რადგან ყველაფერი ეს ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარია, ვლოცავთ იმ მშრომელ ადამიანებს, ვინც ზრუნავს ქალაქის კეთილდღეობაზე, თქვენზე, ამ ქვეყნის მომავალზე.
შემოდგომის სუნია. მე მიყვარს ქართული შემოდგომა. რაღაც წარმოუდგენლად სევდიანი, მიმზიდველი და ლამაზი. საშინლად მინდება წეროებთან ერთად სადმე შორს გაფრენა. ეს შესანიშნავი შემოდგომაა! მთელი სულით შევიგრძნობ მას, და რომ ვყოფილიყავი ჩიტი, მე შემოვუფრენდი დედამიწას შემდეგი შემოდგომის ძიებაში. შემოდგომა - მეორე გაზაფხულია, აქ თითოეული ფოთოლი - ყვავილია.ერთი ჩამოვარდნილი ფოთოლიც კი შემოდგომის მოახლოების ნიშანია. ვნახოთ და დავტკბეთ შემოდგომის ფერებით, აქ მუსიკის ფონზე სლაიდშოუ შეომოდგომის სურათები,,ფოთლები.... ჩვენც შეგვიძლია ამოვავლოოთ ჩურჩხელები,,სათითაოდ გამოდიან მოსწავლეები და ავლებენ ჩურჩხელებს, ყანჩელის „ყვითელი ფოთლების თანხლებით.
დიდი
მადლობა ასეთი საინტერესო და შინაარსიანი გკვეთილისათვის.
|
Wednesday, January 15, 2014
ინტეგრირებული გაკვეთილი (სლაიდები)
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment